The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გერმანე ნაფეტვარიძე

გერმანე ნაფეტვარიძე
დაბადების თარიღი:27 აგვისტო, 1882
გარდაცვ. თარიღი:1938  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ტობანიერი, ქუთაისის მაზრა.

მოღვაწეობდა ტფილისის ბოლშევიკების ლიტერატურულ ბიუროში, შინამოსამსახურეთა პროფკავშირში, თანამშრომლობდა გაზეთ "ახალ დროებაში"; 1909 წელს მისი ხელმძღვანელობით ტფილისში, ეკლესიის აღმართის 8 ნომერში (ამჟამინდელი დავითაშვილის ქ. 8) მოეწყო არალეგალური სტამბა. სტამბაში იბეჭდებოდა პროკლამაციები და გაზეთი "ტიფლისკი პროლეტარი", რომლისთვისაც მეთაური წერილი იოსებ ჯუღაშვილმა დაწერა. 1913 წელს აირჩიეს თბილისის ბოლშევიკური კომიტეტის წევრად; 1914-1921წწ. დასავლეთ საქართველოში დააარსა სამომხმარებლო კოოპერაციის კავშირები; მუშაობდა სამტრედიის ბოლშევიკურ ორგანიზაციაში და აქტიურად იბრძოდა მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ სხვადასხვა საპასუხიმსგებლო თანამდებობებზე მუშაობდა; 1937 წელს მოჰყვა დიდი წმენდის მსხვერპლთა შორის, 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით კონტრევოლუციური საქმიანობის გამო მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა, რომელიც შესრულდა 1938 წელს. რეპრესირებული, რევოლუციონერი, ბუღალტერი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7. - თბ., 1984. - გვ.332

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის ბოლშევიკური კომიტეტი, წევრი

გააზიარე: