The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ნონიაშვილი

ნოდარ ნონიაშვილი
დაბადების თარიღი:10 აგვისტო, 1947  (77 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. დმანისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1970 წელს; ასპირანტურა (1975).

ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას: რამდენიმე წლის განმავლობაში იყო სპარსული ენის თარჯიმანი ირანში; 1979-1987 წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის უფროსი ინსპექტორი, ვიცე-პრეზიდენტის თანაშენწე, სწავლული მდივანი, რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს მუშაკი; 1987 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო აგროსამრეწველო კომიტეტის რეფერენტი, საოქმო განყოფილების უფროსი, სარედაქციო სექტორის უფროსი; 1990-1991 წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი დმანისის N24 საარჩევნო ოლქიდან; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 278

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობის ქვეკომისია, თავმჯდომარე (1990-1991)

გააზიარე: