Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნაზიბროლა ფაღავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ახალსოფელი, ხელვაჩაურის რაიონი. დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი გეოგრაფიის სპეციალობით 1987 წელს. 1993 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნობრივ ასპირანტურაში ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე. 1981-1992წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის კათედრის პრეპარატორი; 1992-1997წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის ლაბორანტი; 1997-2006წწ. - გეოგრაფიის კათედრის მასწავლებელი; 2006-2018წწ. - გეოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი; 2019 წლიდან - გეოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია; აგრომეტეოროლოგიის საკითხები; ბუნებრივ-ანთროპოგენური ლანდშაფტები; ლანდშაფტების ეკოლოგია. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.250; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |