The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ციალა ფიფია

ციალა ფიფია
დაბადების თარიღი:17 ნოემბერი, 1937  (86 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი ნიადაგთმცოდნეობა-აგროქიმიის სპეციალობით 1961 წელს.

მუშაობა დაიწყო ნიადაგთმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ლაბორანტის, შემდეგ უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე; იქვე 1970-1972წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი; 1980 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის ხმელეთის ჰიდროლოგიისა და ნიადაგთმცოდნეობის კათედრაზე ასისტენტის, ხოლო 1988 წლიდან დოცენტის თანამდებობაზე. გამოქვეყნებული აქვს 45 სამეცნიერო ნაშრომი. ისინი ძირითადად ეხება ბარის შავმიწებისა და ყავისფერი ნიადაგების რეჟიმულ მაჩენებლებს. გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე, სასწავლო-საველე პრაქტიკისათვის პროგრამა და მეთოდური მითითებანი ნიადაგთმცოდნეობაში. იკვლევს სუბტროპიკულ ეწერ-ორთშტეინიან ნიადაგებს და მძიმე მეტალებით დაჭუჭყიანების ხარისხს აღმოსავლეთ საქართველოს ნიადაგებში. მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საკავშირო კონფერენციებში. კითხულობს ლექციებს ნიადაგთმცოდნეობის რიგ დისციპლინებში. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1988).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აღმოსავლეთ საქართველოს ჩვეულებრივი შავმიწების ქიმიურ-მინერალოგიური შედგენილობა და რეჟიმული მაჩვენებლები", დაიცვა 1987 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.250-251

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: