The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ფოთოლაშვილი

ვლადიმერ ფოთოლაშვილი
დაბადების თარიღი:28 თებერვალი, 1928
გარდაცვ. თარიღი:8 ივნისი, 1996  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ენისელი, ყვარლის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ზოგადი ჰიდროლოგიის სპეციალობით 1953 წელს.

მუშაობა დაიწყო ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში ძველი ანაგის წყალბალანსის ექსპედიციის უფროსად; 1969-1995წწ. ზოგადი ჰიდროლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია. ავტორია 20 სამეცნიერო ნაშრომისა, შედგენილი აქვს 23 სამეცნიერო ანგარიში საქართველოს წყლის რესურსებისა და მდინარეული რეჟიმის შესახებ. იყო სიმპოზიუმების მონაწილე, გაკეთებული აქვს 15-მდე რეცენზია; მუშაობდა საქართველოს წყლის ობიექტების (მდინარეების, არხების, წყაროების, ტბების, წყალსაცავების, ჭაობების) კატალოგზე. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მდ. ალაზნის აუზის წყლის რესურსები და თანამედროვე წყლის ბალანსი", დაიცვა 1975 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.251

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1991 - ბ. გლუშკოვისა და ვ. ურივაევის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: