Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლაშარ ფულარიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომ-გეოგრაფის სპეციალობით 1960 წელს. 1960 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ყაზბეგის მაღალმთიან სადგურში ჯერ ჰიდროლოგად და აქტინომეტრისტად, ხოლო შემდეგ სადგურის უფროსად; 1962 წელს გადაყვანილ იქნა ალაზნის სეტყვასაწინააღმდეგო ექსპედიციაში ინჟინერ-აეროლოგად, ხოლო ერთი წლის შემდეგ - საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის თბილისის აეროლოგიური სადგურის უფროსად. 1974 წლიდან მონაწილეობდა მეოცე საბჭოთა ანტარქტიკულ ექსპედიციაში ინჟინერ-აეროლოგად. სამი თვის განმავლობაში ანტარქტიკაში მიმავალ სამეცნიერო-საექსპედიციო გემზე და ერთი წლის განმავლობაში ობსერვატორია "მირნიში" და სადგურ "ვოსტოკზე" გატარებულმა დღეებმა დიდი გამოცდილება შესძინა და დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა ქართველ მოზამთრეზე, რაც, სხვა ცხოვრებისეული მასალებით გამდიდრებული, მოგვიანებით საფუძვლად დაედო მის გარკვეულწილად ავტობიოგრაფიულ წიგნს - "ანტარქტიდა - სამხრეთის იდუმალი მიწა". 1976 წლიდან მუშაობს საქართველოს ჰიდრომეტეოლოგიისა და გარემოს დაცვის რესპუბლიკური სამმართველოს აპარატში; 1978-1988წწ. ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 1988-1992წწ. იგი მოღვაწეობდა საზღვარგარეთ - კუბის მეცნიერებათა აკადემიის პირველი ვიცე-პრეზიდენტის მრჩევლად ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს კონტროლის დარგში. კუბაში მოღვაწეობის პერიოდში მან მოიარა ქვეყნის ყველა პროვინცია და დეტალურად გაეცნო კუბის ჰიდრომეტეოროლოგიასა და გარემოს კონტროლის სისტემას, რის შედეგადაც გამოიმუშავა და კუბის მეცნიერებათა აკადემიას წარუდგინა რეკომენდაციები სისტემის რეორგანიზაციისა და სრულყოფის მიზნით. ამ რეკომენდაციების რეალიზაცია ჯერ კიდევ მისი კუბაში მოღვაწეობის დროს დაიწყო. 1992 წლიდან თავისი მოღვაწეობა მან ბიზნესს დაუკავშირა. კოლეგებთნ ერთად, 1994 წელს ჩამოაყალიბა სააქციო საზოგადოება "სათავე", იყო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. გეოგრაფი, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური რისკების შერბილების სამმართველოს უფროსის მოადგილე, მეოცე საბჭოთა ანტარქტიკული ექსპედიციის მონაწილე (1974-1976წწ.), საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი (1996-2004წწ.), საზოგადოების დამფუძნებელი, საპატიო წევრი და სამეცნიერო საბჭოს წევრი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.251-252 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |