შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანო კვინიტაძე![]()
ბიოგრაფიაგასაბჭოების შემდეგ ევროპაში პირველი ემიგრაციის ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანი, დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი მთავარსარდლისა და ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის (ჩიქოვანი) ქალიშვილი. იგი პატარა იყო, როცა გენერლის ოჯახი რუსული ოკუპაციის გამო იძულებით საფრანგეთში დევნილობაში წავიდა. ნინო კვინიტაძე აქტიურად მონაწილეობდა საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მუშაობაში, ყურადღებით ადევნებდა თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მონაწილეობდა დიასპორის ღონისძიებებში. საქართველოს ეროვნული გმირის, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების პირველი და ბოლო მთავარსარდლის, რომელიც ხელმძღვანელობდა პირველი რესპუბლიკის ჯარს 1921 წელს რუსეთ-საქართველოს ომში, გენერალ გიორგი კვინიტაძის უმცროსი ქალიშვილი, ფრანგი მსახიობის მარიამ დ’აბოს დედა. წყარო: akhalitaoba.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |