The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მერაბ ფუტკარაძე

მერაბ ფუტკარაძე
Date of birth:10 October, 1960  (64 years)
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კვიახიძეები, შუახევის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი გეოგრაფია-ბილოგიის სპეციალობით 1985 წელს. 1988-1991წწ. გაიარა დასწრებული ასპირანტურის კურსი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით.

1985-1988წწ. შუახევის რაიონის სოფ. გოგინაურის არასრული საშუალო სკოლის გეოგრაფიისა და ბიოლოგიის მასწავლებელი; 1992-1993წწ. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  გეოგრაფიის კათედრის მასწავლებელი; 1993-1994წწ. უფროსი მასწავლებელი; 1994–2004წწ. ბუნებისმეტყველება-გეოგრაფიისა და გეოგრაფია-ეკოლოგიის ფაკულტეტების დეკანის მოადგილე; 1995–2006წწ. გეოგრაფიის კათედრის დოცენტი; 2006-2013წწ. გეოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; 2013 წლიდან შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის დეპარტამენტის პროფესორი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: ბუნებრივი რესურსების სამეურნეო შეფასება, მოსახლეობის გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, მეურნეობის დარგების ტერიტორიული ორგანიზაცია,  ტურიზმის გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, საცხოვრებელი გარემოს ეკოლოგია. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მჭიდროდ დასახლებული მთიანი რაიონების მოსახლეობის გეოგრაფიული პრობლემები (მთიანი აჭარის მაგალითზე)", დაიცვა 1992 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.253-254; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.ge

Member of Organizations

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის სენატორი (2001-)
  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1997-)

Bibliography


Share: