The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა ფხაკაძე

ნანა ფხაკაძე
დაბადების თარიღი:24 მაისი, 1933  (90 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისურის განხრით 1956 წელს; 1964 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი სწავლული აგრონომის სპეციალობით.

1957-1965წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტში ჯერ აგროტექნიკოსად, ხოლო შემდეგ ბიოქიმიის ლაბორატორიაში; 1965-1982წწ. საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1982-1999წწ. მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. მის სადისერტაციო ნაშრომში მოცემულია მთის მდინარეთა გამოზიდვის კონუსების სელური ნაფენების აგროსაწარმოო თვისებების კვლევის შედეგები. დამტკიცებულია მათი ვარგისიანობა სოფლის მერუნეობის სხვადასხვა კულტურებისათვის. მუშობდა აგრეთვე კოლხეთის დაბლობის, ქვემო ქართლის, ალაზნის ვაკის ნიადაგური საფარის შესწავლასა და მათ ანთროპოგენურ ცვლილებებზე. გამოქვეყნებული აქვს 25 სამეცნიერო ნაშრომი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მთის მდინარეთა გამოზიდვის კონუსები მიწის ფონდის რეზერვია", დაიცვა 1979 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.254


გააზიარე: