შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მზია ხეთაგური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი. 1985 წელს მოსკოვში მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურულ ინსტიტუტში უმაღლესი კურსები გაიარა. მუშაობდა ცხინვალის თეატრში, გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში. მისი პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უდიდესი წარმატებით სარგებლობდა. პიესა "ხეტიალა" დაიდგა თბილისის და ბათუმის თოჯინების თეატრში, ამ სპექტაკლმა პოლონეთის საერთაშორისო ფესტივალზე პირველი ადგილი მოიპოვა. იგი არის მრავალი პოეტური ნაწარმოების და პიესის ავტორი, მისი შემოქმედება თარგმნილია სხვადასხვა ენაზე. ქართულ-ოსური ურთიერთობის მოსაგვარებლად გაწეული უდიდესი ღვაწლისთვის მიღებული აქვს მიხეილ ყიფიანისა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სიგელები, შემოქმედებითი ღვაწლისთვის საქართველოს წმინდა სამოციქულო ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - წმიდა გიორგის ოქროს ორდენი (2011). თეატრმცოდნე. სადისერტაციო თემა - "მაყურებლის ფსიქოლოგია", დაიცვა მოსკოვში. წყარო: ავანსცენიდან კულისებში / თამარ ციბალაშვილი // ავერსი .-თბილისი.-№149; sputnik-georgia.com; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.227 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |