შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პლატონ ქავთარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ძველი ხიბულა, ხობის რაიონი. დაამთავრა ქ. ზუგდიდის სამასწავლებლო ინსტიტუტი; ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო-გეოგრაფიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით 1950 წელს. მუშაობა დაიწყო მშობლიურ სოფელში საშუალო სკოლის VI-VII კლასების გეოგრაფია-ბიოლოგიის მასწავლებლად; შემდგომ ოჩამჩირის რაიონის სოფ. ბესლახუბის რვაწლიან სკოლაში გეოგრაფია-ბუნებისმეტყველების საგნების მასწავლებლად. ერთი წლის შემდეგ იმავე სკოლაში დაინიშნა სასწავლო ნაწილის გამგედ; 1952 წელს სამუშოდ გადმოიყვანეს ხობის რაიონის მეორე გურიფულის რვაწლიანი სკოლის დირექტორად და გეოგრაფიის მასწავლებლად; 1953 წელს დანიშნეს იმავე რაიონის ზემო ქვალონის რვაწლიანი სკოლის დირექტორად. მალე იგი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად და მუშაობა დაიწყო მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქმშენინდუსტრიაში" კადრების განყოფილების უფროსად და პარალელურად ასწავლიდა ეკონომიკურ გეოგრაფიას თბილისის მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმში. შემდეგში მან დაამთავრა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ორწლიანი ეკონომიკური კურსები და მუშაობა დაიწყო იმავე ტრესტში კადრების შრომისა და ხელფასის განყოფილების უფროსად. 1966-1970წწ. ასპირანტურის კურსი გაიარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური გეოგრაფიის განხრით. 1972 წელს მუშობა დაიწყო გორის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში გეოგრაფიის კათედრაზე, ხოლო 1982 წლიდან გორის სახელმწიფო ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ინსტიტუტის (ამჟამად გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი) საწარმოო ძალთა განლაგებისა და ბუნებათსარგებლობის ეკონომიკის კათედრის გამგედ; 1982 წლიდან არის აგრეთვე საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების გორის ფილიალის თავმჯდომარე; 1983 წლიდან საქართველოს ბუნების დაცვის სახალხო უნივერსიტეტის გორის ფილიალის რექტორი. მის მიერ პირველად იქნა კომპლექსურად შესწავლილი და დამუშავებული ამიერკავკასიის ეკონომიკურ რაიონში სამშენებლო მასალების წარმოების თანამედროვე მდგომარეობა და მისი განვითარების პერსპექტივები. აღნიშნულ საკითხებს მიეძღვნა 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. გარდა ამისა, გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი პუბლიცისტური წერილი. მის მიერ გამოქვეყნებული წინადადება-რეკომენდაციები დანერგილია ამიერკავკასიის საშენ მასალათა მრეწველობის საწარმოებში. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1986). ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1992). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის გეოგრაფია", დაიცვა 1974 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ამიერკავკასიის რესპუბლიკების საშენ მასალათა მრეწველობის თანამედროვე მდგომარეობის ანალიზი და მისი განვითარების პერსპექტივა", დაიცვა 1990 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.256-257; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.353 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |