შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ტარსაიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. მსახურობდა კადეტთა საზღვაო კორპუსში. 1918 წელს, კადეტთა კორპუსის დახურვის შემდეგ მუშაობდა ამიერკავკასიაში ამერიკის ელჩთან - უილიამ ჰასკელთან. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იგი ემიგრაციაში წავიდა. მუშაობდა კონსტანტინოპოლის "American Relief Administration"-ში, ხოლო 1923 წელს აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. 1978 წლამდე მუშაობდა ასევე ემიგრაციაში მყოფი ქართველის - გიორგი მაჩაბელის კოსმეტიკურ და საიუველირო კომპანია "პრინც მაჩაბელში", იყო კომპანის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. აქტიურად მონაწილეობდა სახელოვნებო აუქციონებში და ამერიკულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ალექსანდრე ტარსაიძე პარალელურად ეწეოდა სამწერლო საქმიანობას, მისი ძირითადი ნაშრომებია: "საზღვაო კორპუსის მეოთხედი საუკუნე, 1901-1925" (NYC, 1944), "ცარები და პრეზიდენტები" (NYC, 1958), "ოთხი მითი პირველ მსოფლიო ომზე" (NYC, 1969), "Katia: Wife before God" (NYC, 1977) და სხვ. აქვეყნებდა სტატიებს ჟურნალ "Life"-ში. 1941-1944 წლებში მუშაობდა აშშ-ს სამხედრო დაზვერვისთვის. მისი არქივი ინახება სტენფორდის უნივერსიტეტის ჰუვერის ინსტიტუტში. პირველი ქართველი ოფთალმოლოგის, გიორგი ალექსანდრეს ძე ტარსაიძის შვილი. წყარო: საინფორმაციო პორტალი: intermedia.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |