The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ტარსაიძე

ალექსანდრე ტარსაიძე
Date of birth:22 June, 1901
Date of death:25 February, 1978  (at 76 years)
Burial location:ნოვო-დივეევოს მართლმადიდებლური მონასტრის ეზო, ქ. ნიუ-იორკი (აშშ)
Category:Historian, Writer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

მსახურობდა კადეტთა საზღვაო კორპუსში. 1918 წელს, კადეტთა კორპუსის დახურვის შემდეგ მუშაობდა ამიერკავკასიაში ამერიკის ელჩთან - უილიამ ჰასკელთან. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იგი ემიგრაციაში წავიდა. მუშაობდა კონსტანტინოპოლის "American Relief Administration"-ში, ხოლო 1923 წელს აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. 1978 წლამდე მუშაობდა ასევე ემიგრაციაში მყოფი ქართველის - გიორგი მაჩაბელის კოსმეტიკურ და საიუველირო კომპანია "პრინც მაჩაბელში", იყო კომპანის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. აქტიურად მონაწილეობდა სახელოვნებო აუქციონებში და ამერიკულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ალექსანდრე ტარსაიძე პარალელურად ეწეოდა სამწერლო საქმიანობას, მისი ძირითადი ნაშრომებია: "საზღვაო კორპუსის მეოთხედი საუკუნე, 1901-1925" (NYC, 1944), "ცარები და პრეზიდენტები" (NYC, 1958), "ოთხი მითი პირველ მსოფლიო ომზე" (NYC, 1969), "Katia: Wife before God" (NYC, 1977) და სხვ. აქვეყნებდა სტატიებს ჟურნალ "Life"-ში. 1941-1944 წლებში მუშაობდა აშშ-ს სამხედრო დაზვერვისთვის. მისი არქივი ინახება სტენფორდის უნივერსიტეტის ჰუვერის ინსტიტუტში. პირველი ქართველი ოფთალმოლოგის, გიორგი ალექსანდრეს ძე ტარსაიძის შვილი.

წყარო: საინფორმაციო პორტალი:  intermedia.ge


Share: