The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მანანა ანთაძე

მანანა ანთაძე
Date of birth:28 August, 1945  (78 years)
Category:Linguist, Translator, Writer, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენების ფაკულტეტი, ინგლისური ენის სპეციალობით 1967 წელს; კემბრიჯის უნივერსიტეტის ლიტერატურული სემინარი "CONTEMPORARY LITERATURE" /alumna/ (2009); გლობუსის კულტუროლოგიური სემინარი "SHAKESPEARE & HIS STAGE" /alumna/ (2009).

1971 წლიდან მხატვრული ლიტერატურის პროფესიონალი მთარგმნელი; 1981-1989წწ. თსუ-ს დასავლური ლიტერატურის მიმდინარე პროცესის კვლევის ლაბორატორია (მეცნიერ-თანამშრომელი); 1981 წლიდან მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სალიტერატურო ნაწილის ხელმძღვანელი; 2006 წლიდან საერთაშორისო კონკურსის "ახალი დრამატურგია" ოფიციალური ხელმძღვანელი; გამოქვეყნებული თარგმანები: "წყურვილი სიცოცხლისა" (ირვინგ სტოუნი, 1971), "რუსეთი წყვდიადში" (ჰერბერტ უელსი, 1978), "სიყვარული თელებქვეშ" (იუჯინ ო’ ნილი, 1979), "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა" (ჟ. ქ. როულინგი, 2002), "კამინო რიალი" (ტენესი უილიამსი, 2009), "მასტერ კლასი" (ტერენს მაკნელი, 2012), "სირანო დე ბერჟერაკი" (ედმონ როსტანი, 2014), "მაკბეთი" (უილიამ შექსპირი, 2014), "დონ ჟუანი" (ჟან-ბატისტ მოლიერი, 2014), "ალუბლის ბაღი" (ანტონ ჩეხოვი, 2014); მნიშვნელოვანი დადგმული თარგმანები: "სიყვარული თელებქვეშ" (იუჯინ ო’ნილი, რეჟ. თემურ ჩხეიძე, 1978 ), "დონ ჟუანი" (მოლიერი, რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი, 1981), "მსახიობთა ძახილი" (უილიამ გიბსონი, რეჟ. ანდრო ენუქიძე, 1980), "კატა, რომელიც თავისთვის დასეირნობდა" (რ. კიპლინგი, რეჟ. ნანა დემეტრაშვილი, 1982), "თავისუფალი წყვილი" (დარიო ფო, რეჟ. ქეთი დოლიძე, 2004), "ალუბლის ბაღი" (2005 წ.  ანტონ ჩეხოვი, რეჟ. გოგი მარგველაშვილი, 2005), "სამეფო ოჯახი" (ჯორჯ კაუფმანი, ედნა ფერბერი, რეჟ. ქეთი დოლიძე, 2006), "რევიზორი" (ნიკოლაი გოგოლი, რეჟ. ოთარ ეგაძე, 2007), "დედა კურაჟი" (ბერტოლტ ბრეხტი, დავით დოიაშვილის დაკვეთით, 2007), "მაკბეთი" (2009 უილიამ შექსპირი, რეჟ. დავით დოიაშვილი, 2009), "სირანო დე ბერჟერაკი" (2010 ედმონ როსტანი, რეჟისორი დავით დოიაშვილი, 2010), "ერთი მოკლე ნაბიჯი" (დევიდ ჰეისტინგსი, ბრიტანეთის საბჭოს დაკვეთით, 2010), "მასტერ კლასი" (ტერენს მაკნელი, რეჟ. რობერტ სტურუა, 2012), "ფსკერზე" (მაქსიმ გორკი, რეჟისორი დავით დოიაშვილი, 2014), "იულიუს კეისარი" (უილიამ შექსპირი, რობერტ სტურუას დაკვეთით, 2015), "ტრამვაი-სურვილი" (ტენესი უილიამსი, რეჟისორი ქეთი დოლიძე, 2015), "მეფე ლირი" (უილიამ შექსპირი, რეჟისორი ზურა გეწაძე, 2016), "ბალიშის კაცუნა" (მარტინ მაკდონა, რეჟისორი დავით დოიაშვილი, 2016), "წმინდა ანტონიოს ცდუნება" (მორის მეტერლინკი, რეჟისორი გაგა გოშაძე, 2016), "მოვკლათ მამაკაცი?" (ედვარდ რაძინსკი, რეჟისორი გოგი მარგველაშვილი, 2016). არის ქ. დომრემის (საფრანგეთი) საპატიო მოქალაქე (2002), მისი ბიოგრაფია შეიტანეს კრებულში "ვინ ვინ არის საქართველოში" (2009). თეატრალური მოღვაწე.

წყარო: თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი: tumanishvilitheatre.gearmuri.georgianforum.com

Member of Organizations

  • EURODRAM, წევრი
  • STURUA PRODUCTIONS, თანადამფუძნებელი (2012-)
  • კლუბი INNER WHEEL/ROTARY/ CLUB, წევრი
  • მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდი, დამფუძნებელი, პრეზიდენტი (1998-)
  • საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირი, წევრი

Awards and Honors

  • 2020 - ჯემალ აჯიაშვილის სახელობის პრემია
  • 2015 - ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია

Bibliography


Share: