The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი
Date of birth:26 October, 1963  (61 years)
Category:Geographer, Engineer, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი გეოფიზიკის სპეციალობით 1985 წელს.

1983-1993წწ. მუშაობდა გეოფიზიკის ინსტიტუტის საცდელ-მეთოდურ გეოფიზიკურ ექსპედიციაში ინჟინრად, შემდეგ განყოფილების გამგედ, მთავარ ინჟინრად; 1993-1997წწ. საქენერგოს გამოთვლით ცენტრში ინჟინერ-პროგრამისტი, წამყვანი ინჟინერია; 1995 წლიდან შეთავსებით მუშაობს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ჰიდროლოგიის, გეოინფორმატიკისა და ტექნილოგიების განყოფილებაში პირველი კატეგორიის ინჟინრად. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები; თანაავტორობით შესრულებული აქვს ჯორჯ სოროსის ფონდის "ღია საზოგადოება - თავისუფალი საქართველო" - გრანტი პროექტისათვის "საქართველოს გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის კარტოგრაფიული საფუძველი" (1995); საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გრანტი პროექტისათვის "ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირების ფაქტორები: გეოგრაფიული ანალიზი და პროგნოზი (1996); აჭარის გეოსაინფორმაციო სისტემა (1997); ნავთობსადენის ტრასიის ჰიდროლოგიური აღწერა და ეკოლოგიური ექსპერტიზა (1996); საქართველოს გეოსანფორმაციო სისტემა (2000); გარდაბნის რაიონის მიწის კადასტრი (2000-2001). მონაწილეობს კონფერენციებსა და გამოფენებში. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ახლო მიწისძვრებით გამოწვეული დედამიწის ზედაპირის ნახტომისებური დახრების და დეფორმაციების კვლევა", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.258


Share: