შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლიანა ქართველიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი მეტეოროლოგია-კლიმატოლოგიის სპეციალობით 1971 წელს. 1972-1985წწ. მუშაობდა "თბილზნიეპ"-ში; 1985 წლიდან მუშაობს ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტში კლიმატის კვლევის ცენტრის უფროსად. მის საკანდიდატო ნაშრომში მოცემულია ქარისა და წვიმის ერთობლივი განსაზღვრის, როგორც თეორიული, ისე ექსპერიმენტული მეთოდი. პირველად საქართველოში განსაზღვრულია შენობების ირიბი წვიმების ზემოქმედებისაგან დაცვის რეკომენდაციები. სადოქტორო ნაშრომში პირველადაა განხილული კომპლექსური კლიმატური პარამეტრების განსაზღვრის პრობლემა საქართველოს პირობებში. გამოკვლეულია კომპლექსური კლიმატური პარამეტრების დროში და სივრცეში განაწილებათა კანონზომიერებები და მათ საფუძველზე ჩატარებულია საქართველოს სამშენებლო-კლიმატური დარაიონება. ნაშრომში განხილულია ორგანულად დაკავშირებული მნიშვნელოვანი ამოცანების ფართო სპექტრი დაწყებული სამშენებლო-კლიმატური მეთოდური ხასიათის საკითხებით და დამთავრებული კომპლექსური კლიმატური მახასიათებლების მშენებლობაში გამოყენების ასპექტებით. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. მისი კვლევის სფეროა: ტურიზმი, კლიმატი, გარემოს დაცვა, ეკოტურიზმი, კურორტოლოგია. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ირიბი წვიმების განაწილებათა დახასიათება საქართველოს პირობებში", დაიცვა 1982 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კომპლექსური კლიმატური პარამეტრების განაწილებათა კანონზომიერებანი საქართველოს ტერიტორიაზე და მათი სამშენებლო პრაქტიკაში გამოყენების პერსპექტივები", დაიცვა 1999 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.259-260; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი: ibsu.edu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |