The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მოსე შანიძე

მოსე შანიძე
Other name:მოსე შანიძე-ვალტონი
გიორგი უოლტონი
Date of birth:18 September, 1885
Date of death:25 October, 1951  (at 66 years)
Burial location:ლოს–ანჯელესის სასაფლაო, აშშ
Category:Lawyer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნოღა, (გურია, საჯავახოს მხარე. სოფელი ნოღა დღეს სამტრედიის რაიონს ეკუთვნის, ხოლო იმ დროისთვის ის ქუთაისის მაზრას ეკუთვნოდა, სოფელი გაყოფილი იყო ორ ნაწილად).

დაამთავრა ყაზანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი წარჩინებით, 1909 წლის ქართული გაზეთები წერდნენ, რომ ყაზანის უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი მოსე შანიძე უნივერსიტეტის პროფესორთა კოლეგიას ოქროს მედლით დაუჯილდოვებია ნაშრომისათვის - "რუსეთის ცენზურის ისტორია". მოსე შანიძე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული­ ფაკულტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. იგი, როგორც კათედრის მომავალი გამგე, 1920 წელს კვალიფიკაციის ასამაღლებლად გერმანიაში მიავლინეს. იქ ეუფლებოდა იურიდიულ მეცნიერებასა და სამედიცინო სასამართლო ექსპერტიზის მეთოდებს. იქვე დაასრულა ფრაიბურგის ქიმიის ინსტიტუტი. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ იგი სამშობლოში აღარ დაბრუნდა. მოსე შანიძემ ბრწყინვალედ იცოდა ფრანგული, გერმანული, ინგლისური და რუსული ენები. მან ემიგრაციაში სახელი შეიცვალა და გიორგი უოლტონად (Walton) იწოდებოდა. ცხოვრობდა ამერიკაში, აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა სათვისტომოს ღონისძიებებში, იყო მომღერალთა გუნდის ლოტბარი. დაკრძალულია ლოს-ანჯელესის სასაფლაოზე მეუღლესთან, ოლღა შანიძე-უოლტონთან (1885-1958) ერთად. სახელმწიფო­ სამართლის პირველი სპეციალისტი საქართველოში, აკაკი შანიძის ძმა.

წყარო: kvirispalitra.ge;  როგორც ყაზანიდგან გვატყობინებენ... // სახალხო გაზეთი. - 1909.-15 ნოემბერი. - N14. - გვ.4. - ახალი ამბები


Share: