Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დიმიტრი ქოჩიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ხმელეთის ჰიდროლოგიის სპეციალობით 1962 წელს. 1960 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის ხმელეთის ჰიდროლოგიისა და ნიადაგთმცოდნეობის კათედრაზე. ავტორია 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებშიც გაშუქებულია მდინარეთა წყლის მაქსიმალური და მყარი ჩამონადენის გამპირობებელი ძირითადი ფაქტორების ანალიზის გაანგარიშების მეთოდიკის საკითხები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1976). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თბილისის მიდამოების მდინარეებისა და დროებითი ნაკადების წვიმებით გამოწვეული მაქსიმალური ჩამონადენის ფორმირების ანალიზი და გაანგარიშების მეთოდიკა", დაიცვა 1974 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.262 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |