Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოდერძი ბოლქვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა ხულო. დაამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი 1962 წელს. 1964-1965წწ. იყო ხულოს სკოლა-ინტერნატის ფიზკულტურის მასწავლებელი; 1965-1970წწ. მწვრთნელად მუშაობდა გლდანის სპორტულ სკოლა-ინტერნატში; 1971-1972წწ. მსოფლიო ჭიდაობის ისტორიაში პირველმა საკუთარი სახლის მეორე სართული გადააკეთა საჭიდაო დარბაზად, სადაც თავად წვრთნიდა მოზარდებს; 1972 წელს ხულოს რაიონში დაარსდა ბავშვთა და მოზარდთა სპორტული სკოლა, რომლის დირექტორიც იყო გარდაცვალებამდე; 2000, 2001 და 2003 წელს დასახელდა აჭარის 10 საუკეთესო მწვრთნელს შორის. მან მოამზადა სიდნეის XXVII ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიო ჩემპიონი, მუხრან ვახტანგაძე; ყოველ წელს ხულოს სპორტულ სკოლაში ტარდება გოდერძი ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი, სადაც როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ასევე ამიერკავკასიის ქვეყნებიდანაც ჩამოდიან მონაწილეობის მისაღებად. 2024 წლის 26 აპრილს, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დაბა ხულოში მდებარე შენობა-ნაგებობას (სასპორტო სკოლას) მიენიჭა გოდერძი ბოლქვაძის სახელი. მოჭიდავე. წყარო: სპორტი აჭარაში : ფოტოალბომი / ლევან ჯიოშვილი.-ბათუმი, 2012 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |