The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით გაბაიძე

დავით გაბაიძე
დაბადების თარიღი:10 აგვისტო, 1980  (43 წლის)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ხულო.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2002 წელს.

2002-2012წწ. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მასწავლებელი, მიჰყავდა სალექციო კურსი "ადმინისტრაციულ სამართალსა და ადმინისტრაციულ საპროცესო სამართალში"; 2004–2005წწ. შპს "ნორმა", ადვოკატი; 2005–2006წწ. სსიპ "ბათუმის ზღვისპირა პარკის" იურიდიული განყოფილების უფროსი; 2006-2007წწ. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი; 2007–2009წწ. ერთობლივი საქმიანობის - ბინათმშენებლობის ამხანაგობა "გორგასალი74", იურისტი; 2007-2012წწ. დავით გაბაიძის საადვოკატო ბიურო, ადვოკატი; 2009-2011წწ. შპს "გიგერო", იურისტი; 2010-2012წწ. შპს "გაბაიძე და პარტნიორები" - პარტნიორი, ადვოკატი; 2011-2012წწ. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული კლინიკის კოორდინატორი; 2011-2012წწ. შპს "ბათუმის მუდმივმოქმედი არბიტრაჟი", არბიტრი; 2012 წლიდან სსიპ "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა" მედიაციის ცენტრის მედიატორი; 2012-2014წწ. შპს "მომავლის სახლი", იურისტი; 2012-2013წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი; 2013-2014წწ. აჭარის ა/რ მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2014-2016წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი. არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი; ჩაბარებული აქვს ადვოკატთა და მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით (2004-2005); 2013 წელს- მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა - სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები; 2015 წლიდან არის ევროპის რეგიონთა ასამბლეის რეგიონული ექსპერტი; 2016 წლიდან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 2016 წლის 28 ნოემბერს აირჩიეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ.

წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო: sca.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, თავმჯდომარე (2016-)
  • სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, წევრი (2016-2017)
  • სსიპ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია", დამფუძნებელი, წევრი (2005-)
  • ხულოს რაიონული საკრებულო, წევრი (2002-2004)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: