The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო ქადაგიძე

ნინო ქადაგიძე
Date of birth:30 July, 1969  (55 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია 1993 წელს.
1994-1995წწ. იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამეურნეო სამმართველოს საუწყებო ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილების უფროსი კონსულტანტი; 1995-1996წწ. ამავე სამინისტროს ეკონომიკური რეფორმის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი კონსულტანტია; 1996-1998წწ. იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა ჯერ ეკონომიკური რეფორმის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი კონსულტანტად, ხოლო შემდეგ საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე; 1998-2000წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსია; 2000-2002წწ. თბილისის საოლქო სასამართლოში მუშაობს; 2002-2012წწ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წევრი-მოსამართლეა; 2013-2019წწ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა; 2019 წლის 12 დეკემბერს აირჩიეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, ხოლო 19 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ; 2020 წლის 17 მარტს აირჩიეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ.

წყარო: საქართველოს უზენაესი სასამართლო: supremecourt.ge


Share: