The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვერონიკა თუმანიშვილი

ვერონიკა თუმანიშვილი
დაბადების თარიღი:19 აპრილი, 1922
გარდაცვ. თარიღი:30 ივლისი, 2009  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ექვსი წლიდან ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ ნიჭიერ ბავშთა სკოლა-ინტერნატში, (შემდგომში ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური მუსიკალური სკოლა), პროფ. ანა თულაშვილის კლასში, რომელიც იყო ქართული საფორტეპიანო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში; განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი ადრინდელ ასაკში გამოავლინა და ბევრი გამოჩენილი მუსიკოსის ყურადღება მიიპყრო. მათ შორის რუსი პიანისტების, ჰენრიხ ნეიგაუზისა და მარია იუდინასი, რომლებმაც დიდი შეფასება მისცეს მის საშემსრულებლო ხელოვნებას; ოსტატობის დახვეწა თბილისის კონსერვატორიაში განაგრძო პროფ. ალექსანდრე იოხელესთან. თუმცა ხელების დაავადების გამო საკონცერტო კარიერაზე უარის თქმა მოუწია და მთელი თავისი გამოცდილეობა პედაგოგიურ მოღვაწეობას მოახმარა; ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მუშაობდა ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში ("ნიჭიერთა ათწლედი"), სადაც აღზარდა არაერთი გამორჩეული პიანისტი, რომელებიც დღეს საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწეობენ, მათ შორის ნიუ-იორკში მოღვაწე მანჰეტენის მუსიკალური სკოლის წამყვანი პედაგოგი ნათელა მჭედლიშვილი, იერუსალიმის მუსიკისა და ბალეტის აკადემიის კონსერვატორიის დირექტორი, პროფესორი ლეა აგმონი, საფრანგეთში მცხოვრები პიანისტი მეგი სპარსიაშვილი, ამჟამად ნიდერლანდებში მოღვაწე სახელგანთქმული პიანისტი და პედაგოგი, საერთაშორისო კონკურსების და ბორლეტი–ბუიტონის პრემიის (Borletti-Buitoni Trust) ლაურეატი, ნინო გვეტაძე, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური მუსიკალური სკოლის, "ნიჭიერთა ათწლედის" წამყვანი პედადგოგი ლალი რჩეულიშვილი და სხვა; მას ასევე ჰყავდა მოსწავლეები, რომელთაც მუსიკის გარდა სხვადასხვა სფეროში გაითქვეს სახელი. მაგალითად, ცნობილი ხელოვნებათმცოდნე პროფესორი დიმიტრი თუმანიშვილი, მუსიკოსი, მსახიობი და მხატვარი ლიკა ქავჟარაძე, პოლიტიკოსი და ბიზნესმენი ნინო კობახიძე და სხვა. პიანისტი.

წყარო: veronikatumanishvili.blogspot.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული პედაგოგი

გააზიარე: