The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ედისონ ქოჩქიანი

ედისონ ქოჩქიანი
დაბადების თარიღი:15 თებერვალი, 1930  (95 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭოლაში, მესტიის რაიონი.

დაამთავრა ქუთისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი გეოგრაფია-ბიოლოგიის სპეციალობით 1950 წელს.

1960-1963წწ. მუშაობდა ჯერ სოფელ ხელედის (ლენტეხის რ-ნი) საშუალო სკოლაში მასწავლებლად, ხოლო შემდეგ სოფელ ცანის კოლმეურნეობის გამგეობის თავმჯდომარედ. 1963-1966წწ. ასპირანტურის კურსი გაიარა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში; 1969 წლამდე მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ეკონომიკური გეოგრაფიის განყოფილებაში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1969 წლიდან მუშაობდა თბილისისა და გორის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტებში, კითხულობდა ლექციების კურსს სსრკ ეკონომიკურ გეოგრაფიაში; 1971 წლიდან მუშაობდა მოსკოვის კოოპერაციული ინსტიტუტის თბილისის ფაკულტეტზე; 1986 წლიდან თბილისის 158-ე საშუალო სკოლის დირექტორად. გამოქვეყნებული აქვს 12 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, ორი კოლექტიური მონოგრაფია.  გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1970). 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კავკასიონის მთიანი რაიონების სოფლის მეურნეობის გეოგრაფია", დაიცვა 1968 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.262


გააზიარე: