The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თაილი ღვინიანიძე

თაილი ღვინიანიძე
დაბადების თარიღი:28 თებერვალი, 1930  (95 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1952 წელს. 1953-1956წწ. სწავლობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში პროფესორ გიორგი გეხტმანის ხელმძღვანელობით.

1956 წლიდან მუშაობდა უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. ამ პერიოდში ინსტიტუტში საფუძველი ჩაეყარა ეკონომიკურ-გეოგრაფიული რეგიონების შესწავლის საქმეს და ამ დარგში შრომების მეტად მნიშვნელოვანი ფონდი შეიქმნა. ეწყობოდა სამეცნიერო ექსპედიციები, რომლებშიც იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა. 1959-1962წწ. გამოაქვეყნა შრომები ზემო იმერეთისა და აჭარის ტრანსპორტის, ვაჭრობისა და რაიონთაშორისი ეკონომიკური კავშირების შესახებ. შემდეგში კი სწავლობდა რეგიონების ისტორიულ გეოგრაფიას, რომელთა შესახებ აქვეყნებდა ნაშრომებს. მოგვიანებით შეიქმნა მონოგრაფიები სამრეწველო კვანძებზე, რაშიც იგი მონაწილეობდა. 1970-1973წწ. ორ ტომად გამოიცა "საქართველოს სსრ ეკონომიური გეოგრაფიის ძირითადი საკითხები", რომელშიც მოთავსებულია მისი ნაშრომები, ასევეა "საქართველოს სსრ ადმინისტრაციული რაიონებისა და რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქების ცნობარი". 1967 წელს მოსკოვში დაიბეჭდა (რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და პოლონურ ენებზე) "საქართველო", რომელშიც დაბეჭდილი ქვეთავები აფხაზეთსა და აჭარაზე მას ეკუთვნის. გამოქვეყნებული აქვს 20 სამეცნიერო ნაშრომი. 1981 წლიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს სსრ საგეგმო კომიტეტში. ეკონომ-გეოგრაფი.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.264


გააზიარე: