The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ცომაია

დაბადების თარიღი:1879
გარდაცვ. თარიღი:1 სექტემბერი, 1924  (45 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

მსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიაში; პოდპორუჩიკის ჩინით მონაწილეობა მიიღო რუსეთ-იაპონიის ომში (1904-1905) და მძიმედ დაიჭრა; იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკური ფრთის აქტივისტი; I მსოფლიო ომის (1914-1918) შემდეგ კვლავ გაიწვიეს ჯარში. იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე; 1915 წელს დაიჭრა; 1917 წელს საქართველოში დაბრუნდა და რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება; სამეთაურო თანამდებობებზე იყო საქართველოს სახალხო გვარდიაში: 1918-1919წწ. გურიის გვარდიის ბატალიონის უფროსი, 1919-1921წწ. თბილისის ბატალიონის უფროსი; მონაწილეობდა იმ პერიოდის თითქმის ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში; 1920 წელს ჩააბარა თბილისის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე; 1921 წლის თებერვალში მონაწილეობდა საბჭოთა რუსეთის ჯართან შეტაკებებში სადახლოსა და ნავთლუღში, შემდეგ თავისი ბატალიონით უკან დაიხია ლანჩხუთამდე, სადაც 25 მარტს მთელი აღჭურვილობა და შემადგენლობა ცომაიამ საბჭოთა მთავრობას გადასცა. იმავე წლის ივლისში ახალმა ხელისუფლებამ მისი დაპატიმრება სცადა, რის გამოც არალეგალურად ცხოვრობდა ოზურგეთის მაზრაში. 1924 წლის 9 ივლისს ჩეკამ დააპატიმრა ანტისაბჭოთა ამბოხების მზადებაში მონაწილეობისთვის, აგვისტოს აჯანყების დღეებში დახვრიტეს. სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, სახალხო გვარდიის ერთ-ერთი ლიდერი 1918-1921 წლებში.


გააზიარე: