შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რომან ჯიბლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ხერსონის საზღვაოსნო სასწავლებელი 1955 წელს; ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებლი (НВИМУ) 1961 წელს. 1955-1961წწ. იყო შავი ზღვის სახელმწიფო საზღვაო სანაოსნოს და აზოვის საზღვაო სანაოსნოს მატროსი, შორეული ნაოსნობის შტურმანი, კაპიტნის უფროსი თანაშემწე; 1961-1967წწ. აზოვის სანაოსნოს შორეული ნაოსნობის კაპიტანი; 1968-1990წწ. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს შორეული ნაოსნობის კაპიტანი; 1990-1994წწ. საზღვაო წარმომადგენელი კონაკრიში (გვინეა); 1994-1999წწ. ფოთის საზღვაო სავაჭრო ნავსადგური. როგორც კაპიტანი მეთაურობდა სანაოსნოს გემების - «КИРОВ»-ის, «ПОТИ»-ს და «АДИГЕНИ»-ს ეკიპაჟებს, 1977 წელს კი ბულგარეთში, ვარნის გემთსაშენში ჩაიბარა ახალი მადანმზიდი - «ХУДОЖНИК ТОИДЗЕ», რომელზეც მრავალი წლის მანძილზე კაპიტნად მოღვაწეობდა. შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |