შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან ყავრიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფ-გეომორფოლოგიის კვალიფიკაციით 1940 წელს. 1940-1944წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური ქვეყანათმცოდნეობის კათედრაზე. ეწეოდა როგორც პედაგოგიურ, ისე სამეცნიერო მუშაობას. კითხულობდა ლექციებს სსრკ ფიზიკურ გეოგრაფიასა და ქვეყანათმცოდნეობის კვლევის მეთოდებზე, აგრეთვე სპეცკურსებს; 1959 წლიდან მუშობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. მისი სამეცნიერო კვლევის ინტერესს ძირითადად საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული ლანდშაფტები, აგრეთვე ლანდშაფტოლოგიის თეორიული საკითხების კვლევა წარმოადგენდა. რეგიონალური ხასიათის გამოკვლევებიდან ყურადღებას იქცევს აფხაზეთის ლანდშაფტების ტიპების, რაონებისა და მათი დინამიკის დადგენა-დახასიათებისადმი მიძღვნილი შრომათა ციკლი; აგრეთვე კარსტული ლანდშაფტებისა და კარსტის წარმოშობა-განვითარების პირობების შესწავლა. იკვლევდა აგრეთვე კახეთის, თუშეთის, ზემო იმერეთის, ქვემო რაჭისა და სვანეთის ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებს, ყურადღების ცენტრში იყო მთიანი მხარეების ლანდშაფტების კვლევის თეორიული საკითხების გარკვევა-გადაწყვეტაც. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1952). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თბილისის მიდამოების ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება", დაიცვა 1948 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.265-266 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |