Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ ყარალაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. რუსთავი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით 1983 წელს; ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურა 1990 წელს. 1984-1999წწ. ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი, ჰიდროლოგიის განყოფილება, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1997-2005წწ. ქვემო ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამსახური, სამსახურის უფროსი; 2000-2004წწ. სს "მადნეული", სს "მადნეულის" ადმინისტრაცია, ეკოლოგიის ექსპერტი; 2005-2007წწ. - სს "მადნეული", ეკოლოგიის სამსახური, სამსახურის უფროსი; 2007-2009წწ. - სს "მადნეული", ჯანდაცვისა და ეკოლოგიის სამსახური, შრომის უსაფრთხოების მთავარი სპეციალისტი; 2009 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მყინვარების მოქმედება და ცენტრალური კავკასიონის მდინარეთა მყარი ჩამონადენის ფორმირების კანონზომიერებები", დაიცვა 1990 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.267; ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი: geography.tsu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |