შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმო ცხონდია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ძველი ხიბულა, ხობის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრეტა მიუსაჯეს, რომელიც შემდეგ სოლოვეცკის საბჭოთა გულაგში გადასახლებით შეეცვალა. მან საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკიდან გაქცევა მოახერხა, თურქეთიდან სირიაში გადავიდა, სადაც რამდენიმე ხანს ცხოვრობდა, შემდეგ საფრანგეთში. საფრანგეთში სწავლა გააგრძელა სამედიცინო მიმართულებით. მსახურობდა ექიმად საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში (რისთვისაც დე გოლის მადლობა დაიმსახურა), შემდეგ კი ამერიკაში დასახლდა, ცხოვრობდა სან ფრანცისკოსთან მდებარე პატარა ქალაქ სანტა როზაში, იყო სან-ფრანცისკოს ხანდაზმულთა სახლის დირექტორი. საქართველოში პირველად ჩამოვიდა 1975 წელს შვილთან, ვლადიმერ (ვოვა) ცხონდიასთან ერთად (ვლადიმერ ცხონდია იყო ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, მისი გამოგონილია პრეპარატი "ნოოტროპინი"). დიმო ცხონდიას ნაამბობი ბოლშევიკური რეპრესიების შესახებ აღწერილი აქვს ცნობილ რეჟისორს, მის მეგობარს გია დანელიას წიგნში "სადღეღამისო სადღეგრძელოები". დიმო ცხონდია გარდაიცვალა 77 წლის ასაკში, დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე შვილთან, ვლადიმერ (ვოვა) ცხონდიასთან ერთად. საფრანგეთის არმიის პოლკოვნიკი, ქართველი ემიგრანტი. წყარო: livepress.ge; kvirispalitra.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |