The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ქარცივაძე

დავით ქარცივაძე
Other name:მეჩონგურე  (Pseudonym)
Date of birth:1881
Date of death:1924  (at 43 years)
Category:Poet, Politician, Political Leader, Military Person

Biography

დაამთავრა თბილისის იუნკერთა სასწავლებელი.

1898 წლიდან "მეჩონგურის" ფსევდონიმით თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიული მიმართულების ჟურნალ-გაზეთებთან; თანაუგრძნობდა მემარცხენე რევოლუციურ მოძრაობას; მისი ლექსები იბეჭდებოდა გაზეთ "ივერიაშიც"; რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს ელიზავეტპოლის 156-ე ქვეითი პოლკის პოდპორუჩიკი ქარცივაძე სარიყამიშში დააპატიმრეს, ჯარში პოლიტიკური აგიტაციისთვის. ოქტომბრის ამნისტიის შემდეგ გაათავისუფლეს და დაუბრუნდა რევოლუციურ მოღვაწეობას. იყო 1905 წლის დეკემბრის გამოსვლების ერთ-ერთი ხელმძღვანელი დასავლეთ საქართველოში; 1905-1906წწ. კიდევ ორჯერ იყო დაპატიმრებული; 1907 წელს აჰყარეს ოფიცრის წოდება და 4 წლით კატორღა მიუსაჯეს; 1917 წლის რევოლუციამ ირკუტსკის ოლქში მიუსწრო და ქარცივაძე სამშობლოში დაბრუნდა; 1918-1921წწ. პოდპოლკოვნიკის წოდებით მსახურობდა საქართველოს სამხედრო სამინისტროში, იყო კულტურულ-საგანმანათლებლო სექციის უფროსი და ჟურნალ "მხედარის" რედაქტორი; საქართველოს გასაბჭოების (1921) შემდეგ იყო ახალი რეჟიმის ოპოზიციაში; 1922-1923წწ. ორჯერ დააპატიმრეს; 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დაწყების შემდეგ დახვრიტეს. სიკვდილით დასაჯეს ასევე მისი სიძე (დის ქმარი) მიხეილ საბაშვილი, ძმა - ივანე, იმხანად პრაღის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ (1927) საზღვარზე დააპატიმრეს და 1930-იან წლებში რამდენჯერმე იყო გადასახლებაში. სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, რევოლუციონერი.

Member of Organizations

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი (1906-)

Share: