Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დევი ჭანკოტაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1982-1990წწ. მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში; 1991–1992წწ. იყო ქ. გორის მე-11 ბატალიონის შტაბის უფროსი; 1992–1994წწ. ეროვნული გვარდიის საარტილერიო პოლკის მეთაური; 1994–1995წწ. ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს შტაბის უფროსი; 1995 წელს მეთაურობდა პირველ საარტილერიო ბრიგადას; 1996–1999წწ. მთავარსარდლის რეზერვის საარტილერიო ბრიგადას; 1999-2000წწ. მეთაურობდა არტილერიას; 2000–2004წწ. იყო საქართველოს შეიაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე; 2004-2005წწ. სამხედრო წარმომადგენელი დსთ ქვეყნების სამხედრო თანამშრომლობის საკოორდინაციო შტაბში, თავდაცვის ატაშე; 2005 წელს დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან, ხოლო 2007 წელს დაინიშნა სახმელეთო ჯარების საარტილერიო ბრიგადის მეთაურად; 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილედ; 2009 წლის 5 მარტიდან 2012 წლის 8 ოქტომბრამდე იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების, გაერთიანებული შტაბის უფროსი; 2020 წელს დაიწყო პოლიტიკური საქმიანობა. გაწევრიანდა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში"; საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ წარადგინა წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად; 2020 წელიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის: სამშობლოს ერთგულებისა და თავდადების I ხარისხის ნიშანი (2002), I–ლი ხარისხის მედალი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის (2008), აშშ-ის ლეგიონის ღირსების ორდენი. სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი (2012): წყარო: ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი / ავტორები და შემდგენლები: ელგუჯა მეძმარიაშვილი, თენგიზ შუბლაძე, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.].-თბ.,2017.-599გვ.; civil.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.304 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |