Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოგი მორალიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჩხარი, თერჯოლის რაიონი. სწავლობდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე. 1942 წლის 15 იანვარს გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში. დაავადებული ტყვედ ჩავარდა, გერმანელებმა ის სამკურნალოდ სანიტარულ ნაწილში გაგზავნეს, სადაც საბჭოთა ექიმები ჯარისკაცებს მკურნალობდნენ. გამოჯამრთელებული გერმანელებმა ტყვეთა ბანაკში ჩარიცხეს, რომელსაც "ინტერნაციონალი" ერქვა. შემდეგ იტალიაში, კერძოდ, ფლორენციაში წაიყვანეს, სადაც გიორგი მორალიშვილი იტალიელ პარტიზანებს დაუახლოვდა და მათ რიგებს შეუერთდა. ქართველ პარტიზანებს მეთეურობდა იტალიელი ურანგო (ქარიშხალა). მათ ძირითადად ქალაქების განთავისუფლება უხდებოდათ. 1944 წელს, ერთ–ერთ ბრძოლაში დაიღუპა 14 ქართველი, რომლებიც გოგიმ და მისმა მეგობრებმა სოფელ რიგატონში ეკლესიის კაპელის კედელში დაასაფლავეს. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ საქართველოში ვეღარ დაბრუდა. დასახლდა იტალიის ქალაქ პარმაში, სადაც ათი წელი იცხოვრა, მუშაობდა შუშის ფაბრიკაში შუშის ნაწარმის ინსპექტორად. 1956 წელს საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. ამერიკაში ჩასვლის შემდეგ, "ტოლსტოი ფონდეიშენის" დახმარებით, რომელიც ნიუ–ჯერსიის შტატში მდებარეობდა სამსახური იშოვა, შემდეგ კი საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. დასახლდა ნიუ-ჯერსის ქალაქ ჰილსტელში. მისი სახელის უკვდავსაყოფად საქართველოში მშობლების საფლავზე დევს ქვა წარწერით. "ბატონ გოგი მორალიშვილს, ამერიკაში მყოფი მესამე თაობის ემიგრანტებისგან". ქართველი პარტიზანი იტალიაში, ქართველი ემიგრანტი. წყარო: ქართველი ემიგრანტები: emigrantebi.weebly.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |