შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ საყვარელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. სწავლობდა თბილისის საბუღალტრო სასწავლებელში, მუშაობდა რევიზორ-ბუღალტრად. 1941 წელს 3 თვით გაიწვიეს სამხედრო - სავალდებულო სამსახურში, მას ომის დაწყებამ თბილისში სამხედრო სამსახურში მოუსწრო. იგი სხვა ჯარისკაცებთან ერთად ფეოდოსიაში გაამწესეს, 1942 წელს ჩავარდა ტყვედ საკონცენტრაციო ბანაკში. ომის დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში, სადაც ქართველ მეგობართან ერთად ცხოვრობდა. თელავში საყვარელიძეების ოჯახმა მიიღო ცნობა ვახტანგ საყვარელიძის უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ, მხოლოდ 1965 წელს გაიგეს რომ იგი ცოცხალი იყო. 1955 წელს საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა, ცხოვრობდა ნიუ-იორკში. წამლებისთვის სხვადასხვა მცენარეებს აგროვებდა, აბარებდა და ამით ირჩენდა თავს. მოგვიანებით საცხოვრებლად კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა-ბარბარაში გადავიდა. ვ. საყვარელიძე მუშაობდა "general-electric"-ის ფირმაში ( სადაც გამოადგა საქართველოში ნასწავლი ბუღალტერია, ნახაზების კითხვა). აგებდა იახტებს, იღებდა შეკვეთებს და ამზადებდა პატარა დეტალებს კოსმოსური ხომალდისთვის. სისტემატიურად იღებდა აქტიურ მონაწილეობას ქართული სათვისტომოს ცხოვრებაში. ქველმოქმედების სახით მატერიალურ დახმარებას უწევდა ქართულ სათვისტომოს, რომელთანაც მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ფინანსური დახმარება გაუწია პრეზიდენტობის მაშინდელ კანდიდატს, რონალდ რეიგანს, რომელმაც გაპრეზიდენტების შემდეგ ვახტანგ საყვარელიძეს მადლობის წერილი და ხელმოწერილი სურათი გაუგზავნა. ბუღალტერი, ქველმოქმედი, ქართველი ემიგრანტი. წყარო: ქართველი ემიგრანტები: emigrantebi.weebly.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |