Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მამია ზაქრაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გომი, სამტრედიის რაიონი. სკოლის დამთავრების შემდეგ, 19 წლის გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში. 1942 წლის ბოლოს, რამდენიმე ჯარისკაცთან ერთად გერმანიაში ტყვედ ჩავარდა. ტყვეობიდან განთავისუფლების შემდეგ ცხოვრობდა გერმანიაში. 1950 წელს გერმანიიდან საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ სათვისტომოსთან. ამერიკაში ქართული ემიგრაციის წარმომადგენელმა, სიკო სიდამონ-ერისთავმა მამია ზაქრაძე ქართული ემიგრაციის მიერ დაარსებულ კავკასიურ სახლში - "ალავერდი" მიიწვია (1937 წელს აშშ-ში დაარსებული კავკასიურ საზოგადოება, სადაც ქართველები, ჩერქეზები, ყაბარდოელები და ოსები იყვნენ გაწევრიანებულნი და რომლის პრეზიდენტიც ყოველთვის ქართველი იყო). "კავკასიური სახლის" პრეზიდენტის სიკო სიდამონ-ერისთავის გარდაცვალების შემდეგ "ალავერდის" მოვლა-პატრონობა მთლიანად მამია ზაქრაძეს დაეკისრა იგი 31 წელი ხელმძღვანელობდა "ალავერდს". მამია ზაქრაძე საქართველოში პირველად 1995 წელს ჩამოვიდა, შემდეგ კი 2012 წელს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმი მოინახულა. ქართველი ემიგრანტი. წყარო: ქართველი ეიგრანტები: emigrantebi.weebly.com; amerikiskhma.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |