The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან შალამბერიძე

ქეთევან შალამბერიძე
დაბადების თარიღი:30 აგვისტო, 1915
გარდაცვ. თარიღი:18 ოქტომბერი, 1985  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1938 წელს და დამტკიცებულ იქნა ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე ლაბორანტად.

1939-1956წწ. მუშაობდა ამავე კათედრის ასისტენტის თანამდებობაზე; 1956-1985წწ. კათედრის უფროსი მასწავლებლის თანამდებობაზე. ლექციების კურსს კითხულობდა კონტინენტებისა და ოკეანეების ფიზიკურ გეოგრაფიაში. მისი მეცნიერული მუშაობა ძირითადად მოიცავდა იმერეთის მხარის ფიზიკურ-გეოგრაფიული (ლანდშაფტური) კომპონენტების კვლევას. ამ მიმართულებით გამოქვეყნებული აქვს ორ ათეულზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. გეოგრაფი, უფროსი მასწავლებელი.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.268-269


გააზიარე: