The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნამეტია ბერძენიშვილი

ნამეტია ბერძენიშვილი
Legal name:ივლიტე ბერძენიშვილი
Date of birth:3 March, 1891
Date of death:1 August, 1988  (at 97 years)
Burial location:ლევილის სასაფლაო, ქ. პარიზი, საფრანგეთი
Category:Politician, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი შუა ფარცხმა, ახლანდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.

1918 წელს ნამეტია თბილისის უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო (სამედიცინო) ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

დაიბადა ღარიბი და მრავალშვილიანი გლეხების, ანტონ ბერძენიშვილისა და რუსუდან ჯიბლაძის ოჯახში მეცხრე შვილად. ამიტომ შეარქვეს ნამეტია; 1918 წელს შევიდა ახალგახსნილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. 1919 წელს, მე-2 კურსის სტუდენტი, ცოლად გაჰყვა ვლადიმერ გოგუაძეს, მიატოვა სწავლა და გოგუაძესთან ერთად იბრძოდა სახალხო გვარდიის ჯავშნოსან მატარებელზე; 1921 წელს სტამბოლში ჩააკითხა დაჭრილ მეუღლეს; 1923 წელს ისინი რუმინეთ-პოლონეთის გავლით პარიზში ჩავიდნენ და თავი ლევილის მამულს შეაფარეს. აქ მათ ააგეს ნალია გურულ ყაიდაზე, მოჰყავდათ სიმინდი, ამზადებდნენ ყველსა და თაფლს, აყენებდნენ ღვინოს; მისი ინიციატივით შეგროვებული იქნა თანხა, რომლითაც შეძენილ იქნა მიწა ქართული სასაფლაოსთვის და მოეწყო ლევილის ქართული სასაფლაო; მანამდე პარიზში და მის ახლომახლო მცხოვრები ქართველებიც სულ სხვადასხვა ადგილას საფლავდებოდნენ. ადგილობრივმა კომუნამ ემიგგრანტ ქართველებს ლევილს გარეთ მცხოვრებ ქართველების დასაფლავების ნებაც დართო. ამის გამო ნამეტიას "ლევილის დედა" შეარქვეს. 1970-იანი წლების დამდეგს საფრანგეთში ქართული სათვისტომოს გამგეობამ, პირველად სათვისტომოს ისტორიაში, ნამეტიას საპატიო წევრის წოდება მიანიჭა; ქართველი ემიგრანტი, "ლევილის დედა", სახალხო გვარდიელი, ეროვნული გმირის ვლადიმერ გოგუაძის მეუღლე.

წყარო: კობა ჭუმბურიძის საავტორო გვერდი: მატეკარი: matekari.wordpress.comintermedia.ge


Share: