The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შამილ შეთეკაური

შამილ შეთეკაური
დაბადების თარიღი:10 ივლისი, 1955
გარდაცვ. თარიღი:1 აგვისტო, 2018  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელ ხონე, დუშეთის მუნიციპალიტეტი.

დაამთაბრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტი 1978 წელს; 1982-1986წწ. სწავლობდა ბოტანიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში.

2006 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ბიომრავალფეროვნების ასისტენტ პროფესორად; 2010 წლიდან თბილისის ბოტანიკური ბაღისა და ბოტანიკური ინსტიტუტის მცენარეთა სისტემატიკისა და გეოგრაფიის განყოფილების გამგეა; 2015 წელს მისი სახელი მიენიჭა კავკასიის ენდემური ობობის სახეობას: Incestophantes shetekaurii (Linyphiidae); ნ. კეცხოველის ბოტანიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი (2008); ბოტანიკოსი, მცენარეული მრავალფეროვნების სპეციალისტი, ეკოლოგისტი, ხმელთაშუა ზღვისა და კავკასიის ენდემური სახეობების სპეციალისტი; ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკანდიდატო (1987), ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1999).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.128; caucasus-mt.net

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის კავკასიის რეგიონალური ექსპერტი (IUCN) (2008-)
  • ლონდონის ლინე, წევრი (2007-)
  • საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის (IGU), წევრი (2002-)
  • საქართველოს ბოტანიკური საზოგადოება, წევრი (1980-)
  • ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ფიტოტაქსონომიური საერთაშორისო საზოგადოება (OPTIMA), წევრი (2002-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: