შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიამ შარაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ქალთა პირველი გიმნაზია 1909 წელს; პეტერბურგის ქალთა უმაღლესი კურსების ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1917 წელს. დაბრუნდა თბილისში და დაიწყო მუშაობა. 1947-1968წწ. მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1957 წლიდან - სამეცნიერო ბიბლიოთეკის გამგედ. წლების განმავლობაში ინსტიტუტის სოციალური და ეკონომიკური განყოფილების საველე ექსპედიციებში იღებდა მონაწილეობას და იკვლევდა საქართველოს ცალკეული რეგიონების ეკონომიკურ საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი, ძირითადად, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის შრომებში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი. ისტორიკოსი, თავად ანდრონიკაშვილის ასული, დახვეწილი მეტყველებით და მაღალი კულტურით გამორჩეული პიროვნება. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.270
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |