The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ შუბითიძე

ოთარ შუბითიძე
დაბადების თარიღი:27 ივნისი, 1932  (92 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, ინჟინერი, მკვლევარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქ. ოდესის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტი ხმელეთის ჰიდროლოგიის სპეციალობით.

1976 წლიდან მუშაობდა კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის ცენტრის (ქ. ქუთაისი) უფროსად; იყო ქუთისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დოცენტი. მისი კვლევის შედეგები ასახულია სამეცნიერო სტატიებში. 1970-იან წლებში აქტიურად მონაწილეობდა კოლხეთის დაბლობის სასოფლო-სამეურნეო ათვისების მეცნიერულ დამუშავებაში. ამ საკითხებზე, ქართველ მეცნიერებთან ერთად, გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. მუშაობდა დასავლეთ საქართველოს ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენების საკითხებზე, კერძოდ, მდინარეთა და ქარის ენერგეტიკულ რესურსები, რადიაციული ბალანსი და სხვ. გარდა ამისა, ჟურნალ-გაზეთებში ბეჭდავდა სამეცნირო-პოპულარული ხასიათის წერილებს კლიმატზე, ამინდის თავისებურებებზე, ეკოლოგიაზე და სხვ. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მდ. რიონის კალაპოტის პროცესები", დაიცვა 1985 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.270

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: