The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ ქაჯაია

ოთარ ქაჯაია
Date of birth:29 July, 1923
Date of death:24 January, 2018  (at 94 years)
Burial location:კუკიის სასაფლაო, თბილისი
Category:Linguist, Scientist, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბანძა, გეგეჭკორის რაიონი.

დაამთავრა თბილისის ი. ბ. სტალინის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1948 წელს; ასპირანტურა 1951 წელს.

1941 წლის 3 აგვისტოს მობილიზაციით გაიწვიეს წითელი არმიის რიგებში. იმავე წლის დეკემბერში ჩაირიცხა თბილისის საერთო-საჯარისო სამხედრო სკოლის კურსანტად; თბილისში დაჰყო 1942 წლის 9 მაისამდე, შემდეგ გადაიყვანეს გაგრაში, სადაც დარჩა 1942 წლის 10 ივლისამდე. 24 ივლისიდან იბრძოდა ვორონეჟის ფრონტის მე-6 სარეზერვო არმიის 174-ე მსროლელი დივიზიის შემადგენლობაში; 1942 წლის ოქტომბრის ბოლოს დივიზია გადაისროლეს კალინინის ფრონტზე. აქ მეთაურობდა ტანკსაწინააღმდეგო თოფების ოცეულს, რომელიც შედიოდა 46-ე გვარდიული დივიზიის 51-ე ცალკეული ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონში; 1943 წლის ოქტომბერ-ნოემბერში მეორე ბალტისპირეთის ფრონტის შემადგენლობაში მონაწილეობდა ნეველისა და ნოვოსაკოლნიკის გათავისუფლებაში; 1944 წლის დასაწყისში კონტუზიის შედეგად აღმოჩნდა ჰოსპიტალში. 1944 წლის 1 სექტემბერს მუშაობა დაიწყო გეგეჭკორის რაიონის სოფელ აბედათის საშუალო სკოლაში სამხედრო ხელმძღვანელად, სადაც მუშაობდა 1945 წლის 25 ივლისამდე; 1945 წლის 1 სექტემბერს სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1948 წლის მარტში; მაშინვე მუშაობა დაიწყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1948 წლის ოქტომბერში ჩაირიცხა თბილისის ი. ბ. სტალინის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში, რომელიც დაამთავრა 1951 წელს; 1952 წლის სექტემბერში სამუშაოდ გაგზავნეს სტალინირის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში (ქ. ცხინვალი), სადაც მუშაობდა 1971 წლის 1 დეკემბრამდე მასწავლებლად, უფროს მასწავლებლად, დოცენტად, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგედ; 1971 წლის დეკემბერში სამუშაოდ გადმოვიდა თბილისის ა. ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1972-1975წწ. იყო ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, 1975-1984წწ. პრორექტორი სასწავლო დარგში, ხოლო 1984 წლის 26 მარტიდან პრორექტორად სამეცნიერო მუშაობის დარგში; 2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორია; 2001 წელს Reichert-Verlag Wiesbaden-მა, სერიით - Kaukasienstudien, გამოსცა ოთარ ქაჯაიასა და ჰაინც ფენრიხის ერთობლივი ლექსიკონი - Mingrelisch-Georgisches Wörterbuch; 2002-2009წწ. გამოსცა მეგრულ-ქართული ლექსიკონის ოთხტომეული, 2013 წელს კი - ცნობილ ქართველოლოგთან, გიორგი კლიმოვთან, ერთად - მეგრულ-რუსულ-ქართული ლექსიკონი. მიღებული აქვს საიუბილეო მედალი - "სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების 60 წლისთავი", საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი. ლექსიკოგრაფი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1954), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1961).

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 108-109

Member of Organizations

  • სკკპ წევრი, წევრი (1947-)

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში დიდი დამსახურებისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • მედალი "დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წლისთავთან დაკავშირებით"
  • მედალი "ვ. ი. ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის გამო"
  • მედალი "დიდ სამამულო ომში გამარჯვების 20 წლისთავთან დაკავშირებით"
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • საქართველოს სსრ უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი

Bibliography


Share: