The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ შევარდნაძე

მერაბ შევარდნაძე
დაბადების თარიღი:6 მაისი, 1926  (98 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, გეოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1950 წელს.

მუშაობა დაიწყო გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის ნიადაგთმცოდნეობის კათედრაზე, იყო ამავე კათედრის პროფესორი. მის სადისერტაციო ნაშრომში მოცემულია მანამდე ნაკლებად შესწავლილი გურიისა და აჭარის ნიადაგების შედგენილობის, თვისებების, კლასიფიკაციის და გამოყენების საკითხები. გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო, სამეცნიერო-მეთოდური, სამეცნიერო-პოპულარული შრომები. იკვლევდა ნიადაგისა და მცენარის ურთიერთ დამოკიდებულებას, ნიადაგის შეფასებას, მისი კადასტრის დადგენას, ნიადაგის ეროზიისა და გაჭუჭყიანების საკითხებს და სხვ. მიღებული აქვს ჯილდოები, მათ შორის თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია. ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი (1990).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს სამხრეთ მთიანეთის დასავლეთ ნაწილის მთა-ტყის ნიადაგები", დაიცვა 1961 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.272

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემია

გააზიარე: