Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მეგი შენგელაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1960 წელს. მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ჯერ ლაბორანტის, შემდეგ უმცროსი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. შეთავსებით მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში. 1964-1968წწ. სწავლობდა ასპირანტურაში ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით. იკვლევდა აგრეთვე საქართველოს ცალკეული რეგიონების ბუნებრივი პირობებისა და რესურსების ეკონომიკური შეფასებისა და სოციალური ინფრასტრუქტურის საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსახლეობის დინამიკის - ბუნებრივი და მექანიკური მოძრაობის, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული და საყოფაცხოვრებო მომსახურების საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს 70 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, 20 კოლექტიური მონოგრაფიის თანაავტორია. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს ჩრდილოეთი მთიანი რაიონების მოსახლეობის გეოგრაფიისა და შრომითი რესურსების გამოყენების საკითხები", დაიცვა 1970 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.272-273 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |