Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მინდია ლაშაური![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი აბასთუმანი, ახლანდელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ბათუმის ჰუმანიტარული ტექნიკუმი 1924წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი 1928 წელს. მუშაობდა ბათუმის ლეგიონის კლუბთან არსებულ ლეგიონერთა დრამწერში მოკარნახედ, სწავლობდა იურიდიულ და ფილოლოგიის ფაკულტეტებზე. პირველი წერილი თეატრის შესახებ 1924 წელს იოსებ იმედაშვილის ჟურნალ "თეატრსა და ცხოვრებაში" გამოაქვეყნა, ხოლო პროფესორ აკაკი ფაღავას რეკომენდაციით 1931 წელს გამოუქვეყნებია პიესა "თებერვალი სოფლად", რომელიც დაიდგა კიდეც. 1941 წლის ივნისში ილია კუჭუხიძე მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. 1942 წლის 15 მაისს გერმანელებს ტყვედ ჩაუვარდა. ქართველი ემიგრანტის, ვლადიმერ ცხომელიძის დახმარებით იგი პოლონეთში, ქალაქ რადომთან ახლოს სოფელ კრუჩინაში მდგომ ქართულ ლეგიონში მოხვდა, სადაც ბიბლიოთეკაში დაიწყო მუშაობა. იყო ქართული გაზეთის "საქართველოს" რედაქციის მდივანი; მუშაობდა "ქართველი ერის" რედაქციაშიც. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დასახლდა ზემო ბავარიის სოფელ რუპოლდინგში. შემდეგ მიუნჰენში ჩავიდა, სადაც აკაკი პაპავას რეკომენდაციით მუშაობა დაიწყო რადიო "თავისუფლების" ქართულ რედაქციაში მდივნის თანანმდებობაზე. ილია კუჭუხიძე აქვეყნებდა სტატიებს უცხოეთში გამოცემულ ისეთ ქართულ ჟურნალ–გაზეთებში, როგორიც იყო "კავკასიონი", "ბედი ქართლისა", "ივერია", "მამული" და სხვ., არის ათზე მეტი წიგნის ავტორი, მიუნჰენის უნივერსიტეტში ასწავლიდა ქართულ ენას; დიდი ღვაწლი მიუძღვის რადიო "თავისუფლების" მუშაობაში, სადაც ორმოცი წლის მანძილზე იყო წამყვანი ქართულ რედაქციაში. ილია კუჭუხიძის არქივი ინახება ქართული ემიგრაციის მუზეუმსა და საქართველოს არქივში. გარდაიცვალა მიუნჰენში. მიუნხენის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი (1953). ქართველი ემიგრანტი. წყარო: ქართველი ემინგრატები:emigrantebi.weebly.com; წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.249 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |