The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე კუპრაძე

ივანე კუპრაძე
დაბადების თარიღი:9 ოქტომბერი, 1975
გარდაცვ. თარიღი:5 სექტემბერი, 2018  (42 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

2003 წლიდან მუშაობდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, გამორჩეული და თავდადებული შრომისთვის არაერთხელ აქვს მიღებული მადლობის სიგელი; გამოირჩეოდა ბრაკონიერებთან შეუპოვარი ბრძოლით და ხშირად ჩაუგდია თავი საფრთხეში. 2018 წელს - პარკის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; დაიღუპა ტყის ხანძრის ჩაქრობის სამუშაოების დროს. 2020 წელს, სიკვდილის შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხანძრის ლიკვიდაციაში აქტიური მონაწილეობისათვის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის დააჯილდოვა ღირსების ორდენით; ტყის მცველი (რეინჯერი).

წყარო: სამხრეთის კარიბჭე: sknews.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2020 - ღირსების ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: