The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი შენგელია

ირაკლი შენგელია
დაბადების თარიღი:14 ოქტომბერი, 1955  (68 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მათემატიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქოლობანი, აბაშის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი გამოთვლითი მათემატიკის სპეციალობით 1976 წელს.

1977-1994წწ. მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ბუნებრივი პროცესების მოდელირების ლაბორატორიაში ჯერ ინჟინრის, შემდეგ უფროსი ინჟინრის, წამყვანი ინჟინრის, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის, ხოლო 1990 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობებზე. 1993 წლიდან მუშაობდა საკარმიდამო, სააგარაკო და საბაღე ნაკვეთების მომსახურების რესპუბლიკური ცენტრის - "საქქალაქაგროსერვისის" გენერალურ დირექტორად; 2000 წლიდან შეთავსებით მუშაობს გეოფიზიკის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები. მუშაობდა თემაზე - რადიაციული რეჟიმი და მისი ბუნებრივი და ანთროპოგენური ცვლილება საქართველოში. კვლევის სფეროა ჰავის თანამედროვე ცვლილებების შესწავლა საქართველოში, გლობალური დათბობის ფონზე რადიაციული ნაკადების ცვლილების თავისებურებათა დადგენა და სხვ. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მზის სპექტრული რადიაციული ველის მოდელირება ზღვის სანაპირო ზოლში (დასავლეთ საქართველოს მაგალითზე)", დაიცვა 1989 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.273


გააზიარე: