Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი შენგელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქოლობანი, აბაშის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი გამოთვლითი მათემატიკის სპეციალობით 1976 წელს. 1977-1994წწ. მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ბუნებრივი პროცესების მოდელირების ლაბორატორიაში ჯერ ინჟინრის, შემდეგ უფროსი ინჟინრის, წამყვანი ინჟინრის, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის, ხოლო 1990 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობებზე. 1993 წლიდან მუშაობდა საკარმიდამო, სააგარაკო და საბაღე ნაკვეთების მომსახურების რესპუბლიკური ცენტრის - "საქქალაქაგროსერვისის" გენერალურ დირექტორად; 2000 წლიდან შეთავსებით მუშაობს გეოფიზიკის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები. მუშაობდა თემაზე - რადიაციული რეჟიმი და მისი ბუნებრივი და ანთროპოგენური ცვლილება საქართველოში. კვლევის სფეროა ჰავის თანამედროვე ცვლილებების შესწავლა საქართველოში, გლობალური დათბობის ფონზე რადიაციული ნაკადების ცვლილების თავისებურებათა დადგენა და სხვ. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მზის სპექტრული რადიაციული ველის მოდელირება ზღვის სანაპირო ზოლში (დასავლეთ საქართველოს მაგალითზე)", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.273
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |