შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ შენგელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ხმელეთის ჰიდროლოგიის სპეციალობით 1957 წელს. მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. იყო წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. მის სადისერტაციო ნაშრომში განხილულია კავკასიონის მყინვარული მდინარეების წყლის ბალანსი, განსაზღვრულია მყინვარული წყლების რესურსები. დამუშავებულია გამყინვარებისა და მყინვარული ჩამონადენის დინამიკა კლიმატური პირობების ცვალებადობასთან დაკავშირებით. გამოკვლეულია კავკასიონის გამყინვარების, მყინვარული ჩამონადენის რეჟიმისა და ფორმირების საკითხები; იკვლევდა წყალდიდობის ფორმირებასა და პროგნოზს კავკასიონის მდინარეთა აუზებში; ასევე საშიში ბუნებრივი მოვლენების (წყალდიდობა, წყალმოვარდა, ღვარცოფი, მეწყერი) გეოგრაფიულ ანალიზსა და პროგნოზს. შესრულებული აქვს 80 სამეცნიერო ნაშრომი, რომელთაგან უმეტესი გამოქვეყნებულია. მუშაობდა მყინვარებისა და მყინვარული ჩამონადენის რეკონსტრუქციისა და პროგნოზის დადგენის საკითხებზე. გლაციოლოგი, გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცენტრალური კავკასიონის მყინვარული საზღვრების მქონე მდინარეთა ჩამონადენის რეჟიმი", დაიცვა 1966 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.273-274
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |