The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ჩანგაშვილი

გიორგი ჩანგაშვილი
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1919
გარდაცვ. თარიღი:ოქტომბერი, 2005  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხოდაშენი, ახმეტის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით 1948 წელს.

მუშაობა დაიწყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მდივნის თანამდებობაზე; 1951-1954წწ. სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში აკადემიკოს ალ. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით; 1956 წლიდან მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, 1977-1980წწ. იყო თანამედროვე გეომორფოლოგიური პროცესების ჯგუფის ხელმძღვანელი; 1980-1990წწ. თანამედროვე გეომორფოლოგიური პროცესების ლაბორატორიის გამგე, შემდეგ იყო წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, კახეთის სტიქიური გეომორფოლოგიური პროცესების ექსპერიმენტული სტაციონარის ხელმძღვანელი. მის სადისერტაციო ნაშრომში მოცემულია უხვი ფაქტობრივი მასალა, რომელიც ველზე კვლევის შედეგად შეაგროვა. მთავარი ყურადღება გამახვილებულია თანამედროვე გეომორფოლოგიურ პროცესებზე, განსაკუთრებულ სტიქიურ მოვლენებზე და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე. შესრულებული აქვს 102 სამეცნიერო ნაშრომი, რომელთგან 70 გამოქვეყნებულია და 40 სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომი (ჟურნალ-გაზეთებში). მისი ბევრი წინადადება და რეკომენდაცია დაინერგა სახალხო მეურნეობასა და საპროექტო დაწესებულებებში, მათ შორის, გვერდითი ეროზიით წაღებული მიწების აღდგენის შესახებ (წინანდლის დენდროლოგიური პარკი). მუშაობდა სტიქიურ გეომორფოლოგიურ პროცესებსა და გეოეკოლოგიაზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის: სსრკ გეოგრაფიის ინსტიტუტის საპატიო სიგელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი (1962), საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1984). გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი, ომისა და შრომის ვეტერანი, ხოდაშნის ს/კ სტაციონარის ხელმძღვანელი.

საკანდიდატო დისეტაციის თემა - "მდ. ალაზნის აუზის მარჯვენა მხარის გეომორფოლოგია (სოფ. ბაკურციხის ზემოთ)", დაიცვა 1955 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.274-275; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.214

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: