Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სერგო ცირამუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი გამოყენებითი მათემატიკის განხრით 1975 წელს. 1975 წელს მუშაობა დაიწყო სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "ელვას" კვლევით ინსტიტუტში ("ტნიისა") ინჟინრის თანამდებობაზე; 1976-1978 წწ. მუშაობდა მატერიალური მომარაგების კვლევით ინსტიტუტში "ნიიმს" უმცროსი მეცნიერი მუშაკის თანამდებობაზე; 1978-1993 წწ. მიწათმოწყობის სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტში "საქსახმიწპროექტი" - ჯგუფის უფროსის, პროექტის მთავარი ინჟინრის, ავტომატიზებული დაპროექტების სისტემების განყოფილების უფროსის თანამდებობებზე, სადაც მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა საქართველოს მიწის კადასტრის ავტომატიზებული სისტემა; 1993-1998 წწ. რუსეთში სამეცნიერო-საპროექტო ინსტიტუტში "ვნიპიმორნეფტეგაზ"- ავტომატიზებული დაპროექტების სისტემების ლაბორატორიის უფროსად; საქართველოში დაბრუნების შემდეგ 1998-2003 წწ. მუშაობდა მსოფლიო ბანკის WB&IFAD-ის პროექტში, სადაც მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა მიწების რეგისტრაციის კომპიუტერული სისტემა, დაფუძნებული გეოგრაფიულ ინფორმაციულ სისტემაზე (GIS). 2003-2004 წწ. იყო მსოფლიო ბანკის კონსულტანტი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციული სისტემის შექმნის საკითხებში; 2004-2009 წწ. საქართველოს უნივერსიტეტში ინფორმაციული და საინჟინრო ტექნოლოგიების სკოლის დირექტორის თანამდებობაზე, 2009 წლიდან ამავე სკოლის სრული პროფესორია. გამოქვეყნებული აქვს 90-მდე სამეცნიერო ნაშრომი, სახელმძღვანელო და მონოგრაფია (გამოცემულია გერმანიაში), არის 5 გამოგონების თანაავტორი, მონაწილეობდა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის, მსოფლიო ბანკის (WB)&IFAD-ის, USAID-ის, KFW-ს, EU-ს, GIZ-ის, SETA-ს,MDF-ის, TEMPUS-ის, ERASMUS+ -ის და სხვა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ და საგანმანათლებლო პროექტებში. 2013 წელს მიენიჭა საქართველოს უნივერსიტეტის "წლის საუკეთესო პროფესორის" ტიტული. მართვის სისტემების ინჟინერი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.251; საქართველოს უნივერსიტეტი: ug.edu.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |