შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ კილასონია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტი 1980 წელს. 1972-1975წწ. თბილისის აბრეშუმის გაერთიანების შეგირდი, ქარხანა "ელექტროძრავის" ზეინკალი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორანტი; 1981-1988წწ. "საქსახმინპროექტის" ინჟინერი, თბილისის თბომეურნეობის სამმართველოს N14 საქვაბის ოპერატორი, თბილისის გრამჩამწერი სტუდია "მელოდიის"ოპერატორი; 1989 წლიდან "იბერია-89" საწარმოო დანერგვითი ცენტრის მენეჯერი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 206 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |